ზურიკო ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია და სეზონის სიმბოლურშიც მოხვდა

მაგარი ამბავი საფრანგეთიდან: ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
„სენტ ეტიენის“ ქართველი ნახევარმცველი საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ეროვნული კავშირის (UNFP) გამოკითხვის შედეგების მიხედვით გავიდა პირველ ადგილზე.

„ბურთისკონტროლი, მოედნის ხედვა, შეტევის დასრულება. ამ სეზონში დავითაშვილს იდეალური უნარები ჰქონდა, რომლითაც UNFP-ის გამოკითხვაში ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გილოცავთ, ზურიკო!“ – დაწერია UNFP-მა.

ბუნებრივია, ზურიკო ლიგა 2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

დავითაშვილის კონკურენტები იყვნენ: მარტინ ადელინი („ტრუა“), ენცო ბარდელი („დუნკერკი“), ტაუფიკ ბენტაიები („ტრუა“) და ჯოვანი ვერსინი („პო“).

ზურიკომ 28 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ყველა ტურნირზე კი 30 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

„სენტ ეტიენი” ლიგა 1-ში დასაბრუნებლად პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას.

ზურიკოს რამდენიმე კლუბი იწვევს, ყველაზე მეტად თურქული „ბეშიქთაში“ აქტიურობს და შეიძლება გუნდი გამოიცვალოს.

მსგავსი ამბები