პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მედიის დღე მოაწყო. ფეხბურთელებ ფოტოები გადაუღეს, ჟურნალისტებმა ვარჯიშაც უყურეს, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერემცია გამართა.

ლუის ენრიკე:
მომზადება
„როდესაც სეზონის ბოლო ეტაპს აღწევ, ფეხბურთელები უფრო ფსიქოლოგიურ დაღლილობას ებრძვიან, ვიდრე ფიზიკურს. განსაკუთრებით ისეთი სეზონის შემდეგ, როგორიც გვქონდა. ჩვენ უნდა შევქმნათ მათთვის საუკეთესო პირობები, რომ ფეხბურთელებმა ისიამოვნონ ვარჯიშზე მოსვლით. დასვენებაც მომზადების განუყოფელი ნაწილია“.
ზეწოლა
„ვფიქრობ, რომ ემოციების მართვა წელს განსხვავებულია. ჩვენ გვაქვს გასული სეზონის გამოცდილება. არის მსგავსი სიტუაციები და ჩვენ ისინი გამოვიარეთ. იქნება ზეწოლა და ეს ნორმალურია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო უკეთ ვართ მომზადებული, ვიდრე გასულ სეზონში.“
ადაპტირება
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება საკუთარ თავზე გავამახვილოთ და ნაკლები მოწინააღმდეგეზე. ვსაუბრობთ ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირზე, ასე რომ, დიახ, სტანდარტი ძალიან მაღალია. მაგალითად, „ბაიერნი“ ისეთი გუნდია, რომელსაც ბურთის ფლობა ძალიან უყვარს, ამიტომ გადაწყობა მოგვიწია. ვფიქრობ, ჩვენი თამაშის დონეც ამაღლდა და ვამაყობთ, რომ ისევ ფინალში ვართ.“
გუნდური მუშაობა
„კლუბში ასეთი ურთიერთობის ქონა ძალიან რთულია და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ეს აქ გვაქვს. ასევე გვყავს ისეთი მოთამაშეები, რაც ასევე საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სასურველი შედეგები. ახლა კლუბისთვის შესანიშნავი პერიოდია და გვინდა, რომ ასევე შევინარჩუნოთ.“
არსენალის ტიტული
„ვფიქრობ, რომ ისინი იმსახურებენ ლიგის მოგებას. მათ ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ. ჩვენ უკვე ვითამაშეთ ამ „არსენალის“ წინააღმდეგ, ამიტომ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია. ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ბევრ გოლს იტანენ. ლოგიკურია, რომ ფინალში მას ვხვდებით. შეგვიძლია ველოდოთ ნამდვილად შესანიშნავ ფინალს.“
მოტივაცია
„ფეხბურთმა მეტი მომცა, ვიდრე მე მივეცი. ჩემთვის მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობა, მომდევნო მატჩის მოგება და ყოველთვის საუკეთესო გზის პოვნა მოთამაშეებთან კომუნიკაციისთვის, რომლებიც სულ უფრო და უფრო ახალგაზრდდებიან, მე კი ყოველ წელს ცოტა ვბერდები. ეს არაპროგნოზირებადი მხარეა, რაც ძალიან მომწონს.“
მიკელ არტეტა
„როდესაც „არსენალის“ სტატისტიკას უყურებთ, ხედავთ, რომ მიკელ არტეტა ლიდერია, როგორც მენეჯერი, რომელმაც გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩანერგა. ისინი უკვე რამდენიმე სეზონია უმჯობესდებიან. მათ პრემიერლიგა მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში არიან. ისინი იქ ყოფნას იმსახურებენ“.

