8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება შეჯიბრი – სლალომი მანდილოსნებს შორის, რომელიც ჩატარდება betlive Racing Season-ის ფარგლებში. ღონისძიება ორგანიზებულია რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის და BMW Club Georgia-ს მიერ.
ღონისძიება მიზნად ისახავს ავტო და მოტო კულტურაში ქალების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას და მათი ენერგიის, თავდაჯერებულობისა და მოძრაობის სიყვარულის წარმოჩენას.
სლალომში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერ – არაპროფესიონალ ქალბატონს საკუთარი ავტომობილით. მონაწილეობა უფასოა და შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია – მაქსიმუმ 32 მონაწილე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება შეჯიბრი, დაჯილდოების ცერემონია, სტუმრების მიღება და ფურშეტი. მედიის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა გადაიღონ დინამიური, სპორტული კადრები და ჩაწერონ ინტერვიუები როგორც მონაწილეებთან, ასევე ორგანიზატორებთან და პარტნიორებთან.
ღონისძიებაზე მონაწილეებსა და სტუმრებს ელოდებათ პრიზები და საჩუქრები ორგანიზატორებისგან და სპონსორებისგან, მათ შორის: ფულადი ჯილდოები, საწვავის ვაუჩერები, ტექნიკის ვაუჩერები, ავტომობილის მომსახურების პაკეტები, სიმულატორის დრო, სუნამოები და სხვა სპეციალური საჩუქრები.
დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია:
https://forms.gle/2yVJ5st58tiAPeBm9
თარიღი: 8 მარტი, 2026
12:00 – რეგისტრაცია / 13:00 – სლალომის სტარტი
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია
