სულ მეორე მეკარე ხომ არ იქნებაო: მამარდას რთული ამოცანა

როგორი იქნება გიორგი მამარდაშვილის მომდევნო სეზონი? ეს კითხვა აქედანვე აქტუალურია. მართალია, დიდი ალბათობით, ალისონი წავა „ლივერპულიდან“ და წესით კარში ქართველი უნდა ჩადგეს, მაგრამ მაინც იწერება, რომ გუნდი სხვა მეკარეს ეძებს და თან ასევე ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას თუ რამდენად შეიძლება მამარდაშვილზე დაყრდნობა.

კლუბის საიტთან მეკარეებზე ისაუბრა „ლივერპულის“ ყოფილმა მეკარე ბრედ ფრიდელმა, რომელიც ჩვენიანს დიდად არ ენდობა და სიმართლე ითქვას, არც თავად ყოფილა რაიმე განსაკუთრებული და მამარდაზე უკეთესი.

„იმედია ალისონი დარჩება. საერთოდ არ ვფიქრობ მის წასვლაზე. ვიცი, რომ ტრავმები ჰქონდა, მაგრამ ძალიან კარგი მეკარეა. ჩემთვის ყველა დროის ერთ-ერთი საყვარელი. იმედი მაქვს დარჩება.

მამარდაშვილ რთული ამოცანის წინაშეა. რამდენიმე მატჩში კარგად გამოიყურებოდა და სოლიდური იყო, მაგრამ მაინც ვერ ვიტყოდი, რომ შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში პირველი მეკარე იყოს. ის კარგი მეკარეა და სადმე კარგი კარიერა ექნება. არ მგონია, რომ მთელი კარიერის განმავლობაში „ლივერპულში“ მეორე ნომრად უნდა იყოს.
შეხედეთ კივინ კელეჰერს, რომელიც ზედმეტად კარგი იყო იმისთვის, რომ მეორე მეკარე ყოფილიყო და როგორი სეზონი ჰქონდა „ბრენტფორდში“.

მამარდაშვილმა ყველა ტურნირზე 20 მატჩი ითამაშა, 10 პრემიერლიგაში და 7 ჩემპიონთა ლიგაზე.

მსგავსი ამბები