ინგლისის ჩემპიონი კვლავ არაინგლისელი მწვრთნელის გუნდი გახდა. წლევანდელი პრემიერლიგა „არსენალს“ ესპანელმა მიკელ არტეტამ მოაგებინა.
ინგლისელ მწვრთნელებს ინგლისის პრემიერლიგა 1992 წლის შემდეგ არ მოუგიათ. ყველაზე მეტი, ოთხი გამარჯვებული იტალიელებს ჰყავთ,.
პრემიერლიგის ისტორიაში არცერთ ინგლისელ მწვრთნელს არ გაუმარჯვია. შოტლანდიელ ალექს ფერგიუსონს 13 ტიტული აქვს, ესპანელ პეპ გვარდიოლას – 6, პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოს და ფრანგ არსენ ვენგერს – 3.
პრემიერლიგის სხვა გამარჯვებული არიან იტალიელები – კარლო ანჩელოტი, ანტონიო კონტე, რობერტო მანჩინი და კლაუდიო რანიერი, ჩილელი მანუელ პელეგრინი, შოტლანდიელი კენი დალგლიში, გერმანელი იურგენ კლოპი და ნიდერლანდელი არნე სლოოტი.
ბოლოს ინგლისელმა ფეხბურთელმა ინგლისის პირველობა 1991/92 წლებში მოიგო, პრემიერლიგის დაარსებამდე ბოლო სეზონში. ჰოვარდ უილკინსონმა თასი „ლიდს იუნაიტედთან“ ერთად ასწია.
–
ამასობაში ბუქმეკერებმა უკვე დაიწყეს მომდევნო სეზონისთვის ფსონების გამზადება.
2026/27 წლების პრემიერლიგის ფავორიტი კვლავ „არსენალია“. „სიტი“ და „ლივერპული“ სამეულში არიან.
2026/27 წლების სეზონის ფავორიტები:
„არსენალი“ – 2.50
„მანჩესტერ სიტი“ – 3.50
„ლივერპული“ – 6.00
„მანჩესტერ იუნაიტედი“ – 8.00
„ჩელსი“ – 11.00
„ასტონ ვილა“ – 26.00
