ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი დიდებული პარიზული საღამო მოიწყო. ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს „ასტონ ვილას“ დამარცხებაში დაეხმარა (3:1) და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა თავისი ბრწყინვალე სოლოგოლით.
თამაშის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მცირე კომენტარი გააკეთა BBC Radio 5 Live-თან:
„ჩვენ ვხვდებოდით რთულ მოწინააღმდეგეს. კმაყოფილი ვართ ამ შედეგით, მაგრამ წინ მეორე მატჩია და საქმე არ დასრულებულა. განმეორებითი თამაში რთული იქნება, მაგრამ უნდა ვეცადოთ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და ვნახოთ, რა ხდება“.
