კვარაცხელიაზე პენალტი იყო

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი სტუმრად მოუგო „არსენალს“ (1:0). ქართველმა ასისტი ჩაიწერა და ძალიანაც შეაწუხა მეტოქე, განსაკუთრებით ტიმბერი, რომელიც რამდენჯერმე ეუხეშა ხვიჩას, ერთ ეპიზოდში კი, მე-16 წუთზე საჯარიმოში ხელი მოხვია და ისე წააქცია. მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და არც VAR-ზე განხილულა. არადა, აშკარად იმსახურებდა ეს ეპიზოდი მინიმუმ გადახედვას მაინც.

პირველი მოგებულია: ხვიჩას საგოლე პასი და კარგი მატჩი

ამ ეპზიდოს გამოეხმაურა ფრანგული „ეკიპიც“:

„კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, სალიბასა და საკას შორის მოექცა, უკნიდან ხელი ტიმბერმა ჰკრა, თუმცა არბიტრმა სლავკო ვინჩიჩმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევა საკმარისად აშკარა არ იყო.

მომენტი ფრანგმა მსაჯმა საიდ ენდჯიმიმ გაარჩია: „პენალტი იყო. კვარას ხელით შეეხნენ, მან ცოტა გააფორმა, მაგრამ პენალტი მაინც უნდა დანიშნულიყო. ასევე გაუგებარია რატომ არ მიიღო ტიმბერმა კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის ყვითელი ბარათი“.

მსგავსი ამბები