ზურიკო საუკეთესოა: სენტ ეტიენმა დავითაშვილის დუბლით მოიგო

ზურიკო დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და „სენტ ეტიენს“ სტუმრად „მონპელიესთან“ მოაგებინა – 2:0.

ლიგა 2-ის მე-9 ტურის მატჩში დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში უკვე მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც ინდივიდუალურად გაიბრწყინა. ხოლო 23-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გაზარდა, გადმოვარდნილი ბურთი ცხრიანში ჩაჭედა.

შეცვალეს 87-ე წუთზე, მანამდე კი გაფრთხილება მიიღო.

შეფასებები: Flashscore – 7.8; Sofascore – 9.0 (მატჩის საუკეთესო მოთამაშე).

დავითაშვილმა 8 შეხვედრაში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა.

მონპელიე – სენტ ეტიენი 0:2
გოლები: 0:1 დავითაშვილი (2), 0:2 დავითაშვილი (23)

„სენტ ეტიენი“ 9 ტურის შემდეგ „ტრუასთან“ და „პაუსთან“ ერთად 20-20 ქულით ლიდერია და 18 ოქტომბერს „ლე მანს“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები