გოგლიჩიძე ძირითადში იყო, ჩაკვე მალევე შევიდა: უოტფორდმა როგორც იქნა მოიგო

გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდმა“ ჩემპიონშიფის 33-ე ტურში შინ „დერბი ქაუნთი“ დაამარცხა – 2:0.
შეწყდა ყველა ტურნირზე „უოტფორდის“ 8-მატჩიანი მოუგებელი სერია (4 ფრე და 4 წაგება).

გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლოსკენ, 86 წუთზე შეცვალეს. ჩაკვეტაძე კი თადარიგში დარჩა, მაგრამ მოედანზე მალევე მოუწია შესვლა, 23-ე წუთზე ტრავმირებული მაამა შეცვალა. გიორგიმ 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

გოგლიჩიძე: whoscored – 6.8, sofascore – 7.0, flashscore – 7.0.

ჩაკვეტაძე: whoscored – 6.9, sofascore – 7.2, flashscore – 6.8.

უოტფორდი – დერბი 2:0
გოლები: 1:0 კერუმგორი (8), 2:0 დუმბია (90)

„უოტფორდი“ 48 ქულით მე-9 ადგილზეა და პლეი-ოფის ზონაში მყოფ გუნდებს 3 ქულით ჩამორჩება. 24 თებერვალს „იფსვიჩს“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები