ლუკა გუგეშაშვილმა სადებიუტო შეხვერდა ჩაატარა ბერძნულ „ატრომიტოსში“, სადაც უთამაშებლობის გამო სალონიკის პაოკ-დან გადავიდა.
ქართველი მეკარე ეგრევე საბერძნეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
საბერძნეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში „ატრომიტოსმა“ შინ „პანეტოლიკოსი“ მიიღო და 1:0 მოუგო, რაშიც ჩვენი მეკარის დიდი წვლილია.
26 წლის გუგეშაშვილმა ოთხი დარტყმა მოიგერია, მათ შორის პენალტიც 77-ე წუთზე და მატჩის გმირი გახდა.
Sofascore-მა გუგეშაშვილს 8.4 ქულა დაუწერა.
მთავარმა მწვრთნელმა დუშან კერკეზმა გუგეშაშვილი შეაქო:
“ძალიან სასიამოვნოა, როცა გუნდში ასეთი მეკარეები გყავს. ახლა ლუკას ჯერ დადგა. მან შესანიშნავად ითამაშა და 11-მეტრიანი მოიგერია. მინდა მადლოვა ვუთხრა კლუბის პრეზიდენტსა და სპორტულ დირექტორს ზამთარში გაკეთებული ტრანსფერებისთვის”.
