მამარდას ხვალ კარში ველოდებით: მობეზრდა ქართველს თადარიგში ყოფნა

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ხვალ, 7 მარტს ინგლისის ასოციაციის თასის 1/8 ფინალში სტუმრად „ვულვერჰემპტონს“ შეხვდება, იმ გუნდს, რომელთანაც სამი დღის წინ პრემიერლიგის თამაში წააგო – 1:2.

მართალია, ქართველი მეკარე თასის წინა შეხვედრაში არ დააყენეს, მაგრამ ახლა მაინც ველოდებით გიორგის კარში. ასეთია პრესის განწყობაც.

OneFootball წერს, რომ არნე სლოტმა ცვლილებებს უნდა მიმართოს, სათადარიგოებს შანსი, ხოლო წამყვან მოთამაშეებს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს. ერთ-ერთი ცვლილება სწორედ მამარდაშვილს უნდა შეეხოს:

„სავარაუდოდ მამარდაშვილი ალისონს შეცვლის. ქართველს მობეზრდა სათადარიგოთა შორის ყოფნა, ვინაიდან თასზე „ბარნსლისთან“ მატჩის შემდეგ არ უთამაშია. ბოლო რამდენიმე შეხვედრაა ალისონის თამაში ყურადღების ცენტრშია.
თუ „ლივერპული“ გადაწყვეტს სპორტული დირექტორის რიჩარდ ჰიუზის გეგმას მიჰყვეს, სლოტს მამარდაშვილის უფრო ხშირად გამოყენება მოუწევს“.

მსგავსი ამბები