მესიმ კარიერაში 899-ე გოლი გაიტანა

MLS-ის მორიგ მატჩში ლეო მესის „ინტერ მაიმიმ“ სტუმრად 2:1 დაამარცხა „დი სი იუნაიტედი“. ერთი გოლი 38 წლის არგენტინელმა გაიტანა: 27-ე წუთზე მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი.

ეს მესის 899-ე გოლია. საკლუბო დონეზე 784 გოლი აქვს, სანაკრებოზე – 115.

მსგავსი ამბები