MLS-ის მორიგ ტურში ლეო მესის „ინტერ მაიამი“ „პორტლენდ ტიმბერსს” შეხვდა და არგენტინელის წყალობით 2:0 დაამარცხა: მესიმ გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.
31-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ ანგარიში გახსბა, 42-ე წუთზე კი შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ ბერტერამეს გაატანინა.
მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 15 მატჩში 13 გოლი და 5 საგოლე პასია.
წინა ტურში მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და, როგორც ჩანს, მსოფლიო ჩემპიონატის წინ მსოფლიო ჩემპიონი ფორმაში შედის.
მესის კარიერაში 910 გოლი დაუგროვდა.
