განსაკუთრებული ბრუნდება: რეალი და მოურინიო 2-წლიანზე შეთანხმდნენ

„რეალი“ და ჟოზე მოურინიო 2-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

განსაკუთრებული მადრიდში ბრუნდება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „რეალმა“ და პორტუგალიელმა მწვრთნელმა ორწლიან კონტრაქტზე ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ ხელმოსაწერია.

მოურინიო ესპანეთში 23 მაისს „რეალისა“ ბილბაოს „ატლეტიკის“ მატჩის შემდეგ ჩავა.
მოურინიო „რეალს“ უკვე წვრთნიდა, 2010-2013 წლებში და კლუბთან ერთად ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

მსგავსი ამბები