გურამ კაშია საქართველოს ნაკრებიდან მიდის. 38 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კაშო არის ფეხბურთელი, რომელმაც ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა – 128 შეხვედრა. ივნისში კიდევ მიამატებს და აბსოლუტურ რეკორდს უფრო გაიმყარებს.
კაშია ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით საგრძნობლად უსწრებს სხვა ფეხბურთელებს.
შეუძლია თუ არა ვინმეს ან ვის გადაასწროს კაპიტნის მიღწევას?
თეორიულად ცხადია ყველაფრის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ რეალურად ამას კარგა გვარიანი დრო დასჭირდება. პირველ რიგში უნდა ავიღოთ მოქმედი ფეხბურთელები. კაშიას მოჰყვება ოთარ კაკაბაძე, თუმცა მას 77 მატჩი აქვს ჩატარებული და თუ ოთარის ასაკსაც გავითვალისწინებთ (30 წლისაა) ძალიან გაუჭირდება 130 მატჩამდე ავიდეს.
შესაძლოა უფრო რეალური იყოს იგივე კვარაცხელია. 25 წლის ხვიჩა უკვე მიუახლოვდა 50-მატჩიან ნიშნულს (47 თამაში), ახლა მარტშიც ხომ ითამაშებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კვარა კიდევ 10 წელიწადი მაინც იქნება ნაკრებში და საშუალოდ წლიურად 10 მატჩს დავუთვლით (ერთა ლიგა და შესარჩევები), გამოდის ათ წელიწადში 100 მატჩს მოუყრის თავს, ეს კი 150-მდე ადის. გუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ასე 20 თამაში რომც მოვაკლოთ, მაინც აგროვებს სარეკორდო რაოდენობას.
შორს არც მისი ტოლი გიორგი მიქაუტაძეა, რომელსაც 41 მატჩი აქვს ნაკრებში.
კიდევ უკეთესი ვითარება აქვს 25 წლის ზურიკო დავითაშვილს – 51 მატჩი.
ასე კიდევ შეიძლება ჩამოთვლა, რა და როგორ იქნება კი ამას დრო აჩვენებს. ერთი კი ცხადია, კაშიას რეკორდამდე ჯერ კიდევ დიდი გზის გავლა მოუწევს ვინც არ უნდა იყოს ის.
გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს და 17 წელიწადში 128 მატჩი (3 გოლი) ჩაატარა.
საქართველოს ნაკრების რეკორდსმენები
გურამ კაშია 128 თამაში
ჯაბა კანკავა 101
ლევან კობიაშვილი 100
ზურაბ ხიზანიშვილი 93
კახაკალაძე 83
გიორგი ლორია 79
ოთარ კაკაბაძე 77
გიორგი ნემსაძე 69
ალექსანდრე იაშვილი 67
ვაკო ყაზაიშვილი 63
საბა კვირკველია 62
