25 წლის პსჟ-ს ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია „Le Parisien“-თან ინტერვიუში მრავალ კითხვას პასუხობს. საუბარი შეეხო ლუის ენრიკესაც და ჩვენიანი მწვრთნელის შესახებ ძალიან ნათლად საუბრობდა.
კვარა: „მას შეუძლია მიყვიროს, რაც არ უნდა იფიქროს, თქვას“.
როგორ განსაზღვრავდით თქვენს ურთიერთობას ლუის ენრიკესთან?
ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის მწვრთნელია. მას შეუძლია მიყვიროს, თქვას რაც არ უნდა იფიქროს, რადგან ვიცი, რომ სურს, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გავხდე. ის ყველაფერს მარტივად მიხსნის. მას ყოველთვის სურს გასწავლოს. როდესაც რჩევას გაძლევს, უბრალოდ უნდა გაითვალისწინო, რომ გაუმჯობესდე.
