კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა: შტურმმა სტუმრად კონკურენტს მოუგო

ქართველების „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატის 25-ე ტურში, ვენაში, მეორადგილოსან „რაპიდს“ ესტუმრა, რომელსაც 1 ქულით უსწრებდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.

გიზი მამაგეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა შეცვალა. სასიხარულოა, რომ ოთარის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა (საქართველოს ნაკრებს მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ამის გამო დააკლდა).

შეფასებები:

კიტეიშვილი: Sofascore – 6.4, Flashscore – 6.6.
მამაგეიშვილი: Sofascore – 5.9, Flashscore – 6.1.

რაპიდი – შტურმი 0:2
გოლები: 0:1 ვალჩი (13), 0:2 ჯატა (52)

„შტურმმა“ ბოლო 6 მატჩიდან 4 მოიგო (2 ფრე), 26 ქულით საჩემპიონო ჯგუფის ლიდერია, კონკურენტ „ზალცბურგს“ და „რაპიდს“ 4 ქულით უსწრებს და 12 აპრილს ჯგუფის აუტსადერ „ჰარტბერგს“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები