ქართველების „შტურმმა“ საჩემპიონო ჯგუფში, 26-ე ტურში შინ მოულოდნელად, ჯგუფის აუტსადერ „ჰარტბერგთან“ ვერ მოიგო – 0:0.
ორივე ჩვენიანი – ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი – ძირითადში იყვნენ. გიზი მე-60 წუზე შეცვალეს, კიტემ ბოლომდე ითამაშა.
შეფასებები:
კიტეიშვილი: Sofascore – 7.1, Flashscore – 7.2.
მამაგეიშვილი: Sofascore – 6.9, Flashscore – 6.6.

„შტურმმა“ ბოლო 7 მატჩიდან 4 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 27 ქულით ლიდერია.
19 აპრილს, ლინცში ითამაშებს, რომელიც 2 ქულით ჩამორჩება და მე-2 ადგილზეა.
