საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, ფიზმომზადების სპეციალისტმა ფაბიენ ბოსუემ „პარიზიენთან” ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ფიზიკურად კვარაცხელია დღითიდღე უმატებს და უფრო და უფრო შთამბეჭდავია. გაცილებით მოქნილია. მას აქვს უნარი აჩქარდეს, დროულად დაიწყოს მოძრაობა, მერე ტემპი დააგდოს და ა.შ.
ამ თვალსაზრისით პსჟ-ში განვითარდა. პარიზში მეტი უნივერსალიზმი მოეთხოვება და აღარ უწევს ერთი და იმავე მოქმედების ბევრჯერ განმეორება. ის თამაშობს ორივე ფლანგზე, ჩადის სიღრმეში, საჰაერო ორთაბრძოლებშიც მოუმატა, იერიშებს იწყებს და აგვირგვინებს კიდეც.
ფიზიკურ მონაცემებს ტექნიკასა და შემოქმედებითობას ამატებს, რაც უფრო მრავალფეროვანს ხდის“.
