ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ნიურნბერგმა სტუმრად ქულა აიღო

ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ მეორე ბუნდესლიგის 30-ე ტურში „არმინიას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში ქულა მოიპოვა – 1:1.

ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

შეფასებები: whoscored – 6.7, Sofascore – 6.7, Flashscore – 6.6.

არმინია – ნიურნბერგი 1:1
გოლები: 0:1 ზომა (8), 1:1 ჰანდვერკერი (82)

„ნიურნბერგი“ 38 ქულით მე-9 ადგილზეა (აუტსაიდერთა ზონას 8 ქულით ასწრებს) და 26 აპრილს „მაგდებურგს“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები