კიტემ გაიტანა: შტურმმა სტუმრად კონკურენტთან ფრედ ითამაშა და ახლა სახლში მიიღებს

ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის საჩემპიონო ჯგუფის 27-ე ტურში კონკურენტ „ლასკს“ ესტუმრა და ქულები გაიყო – 1:1.

ძირითად შემადგენლობაში კიტეიშვილი იყო და შეუცვლელად ითამაშა, მამაგეიშვილი კი მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა.

ანგარიში მე-10 წუთზე სწორედ კიტეიშვილმა გახსნა: პენალტი გაიტანა.

ქართველ ფეხბურთელს 24 მატჩში 13 გოლი მოუგროვდა, ყველა ტურნირზე კი 36 მატჩში 17 გოლი.

შეფასებები:

კიტეიშვილი: Sofascore – 6.9, Flashscore – 5.6.
მამაგეიშვილი: Sofascore – 6.9, Flashscore – 6.5.

ლასკი – შტურმი 1:1
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (10, პენ), 1:1 კალაიჯიჩი (68)

„შტურმმა“ ბოლო 8 მატჩიდან 4 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა, 28 ქულით ლიდერია და 22 აპრილს „ლასკს“ აქეთ უმასპინძლებს, რომელიც 26 ქულით მე-2 ადგილზეა.

მსგავსი ამბები