დაბრუნება 34 წლის შემდეგ: Geo Team-ის ცნობით, თბილისის „დინამოს“ თემურ ქეცბაია ჩაუდგება სათავეში. ლეგენდარული დინამოელი სახლში ბრუნდება.
ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-7 მატჩის ვერმოგების შემდეგ (8 მატჩში მხოლოდ 1 მოგება), „დინამო“ ვლადიმერ კაკაშვილთან თანამშრომლობას შეწყვეტს.
ქეცბაია ბოლოს „ანორთოსისში“ მუშაობდა, რომელიც 3 თებერვალს დატოვა.
„დინამოში“ სამწვრთნელო ცვლილება გასაკვირი არ არის. რომან ფიფიას 15-წლიანი მმართველობის პერიოდში გუნდმა 20-ზე მეტი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა.
