ქართველების „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის 28-ე ტურში შინ ლასკ-ს შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს ორი კაცი გაუგდეს, ქულა აიღო – 1:1.
მასპინძლები წაგებას ოთარ კიტეიშვილმა იხსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა, გიზო მამაგეიშვილი კი 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები რამდენიმე დღის წინაც შეხვდნენ ერთმანეთს და ის მატჩიც 1:1 დასრულდა და იქაც კიტეიშვილმა გაიტანა პენალტი.
კიტეიშვილის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩში 18 გოლი და 3 საგოლე პასია.
შეფასებები:
კიტეიშვილი: Sofascore – 7.8, Flashscore – 7.9.
მამაგეიშვილი: Sofascore – 7.2, Flashscore – 6.9.
შტურმი – ლასკი 1:1
გოლები: 0:1 უსორი (52), 1:1 კიტეიშვილი (78, პენ)
გაძევება: ალემაო (18, ლასკი), ადენირანი (67, ლასკი)
„შტურმმა“ ბოლო 9 მატჩიდან 4 მოიგო, 5 ფრე ითამაშა, 29 ქულით ლიდერია და 26 აპრილს ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლებს.
მეორე ადგილზე მყოფ „ზალცბურგს“ 28 ქულა აქვს, მესამეზე „ლასკია“ 27 ქულით.
