ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული მატჩი ჩაატარა „ნანტთან“: დუბლი შეასრულა, ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა და საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
შეფასებები? თითქმის უმაღლესი – Flashscore – 9.0; Sofascore – 9.6; Whoscored – 9.1.
წლევანდელ სეზონში კვარას დეკემბერში „რენთან“ 9.5 ჰქონდა. 9-ზე მეტი დაუწერეს „ატალანტასთან“ მატჩში.
კვარას ლიგა 1-ის 25 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს.
საფრანგეთის ჩემპიონატში მან კარიერაში თავისი მე-10 და მე-11 გოლები გაიტანა.
კვარაცხელიას ბოლო 10 მატჩი:
2 გოლი – “ნანტთან”;
1 – “ლიონთან”;
1 – “ლივერპულთან”;
2 გოლი – ისრაელის ნაკრებთან;
1 – “ჩელსისთან”;
2 გოლი და 1 ასისტი “ჩელსისთან”.
კვარაცხელიას ანგარიშზე 2026 წელს 12 გოლია – 10 პსჟ-ში, 2 ნაკრებში: 23 მატჩში.
კვარაცხელიამ სეზონში 16 გოლი უკვე გაიტანა საკლუბო დონეზე, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებია – 7 გოლი ჩემპიონატში, 8 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 საკონტინტინენტთაშორისო თასზე.
კვარამ სეზონში მე-4 დუბლი შეასრულა. ამატან მეორე ჩემპიონატში. ასევე იყო 2-2 გოლი თითო ჩემპიონთა ლიგაზე და საქართველოს ნაკრებში.
კვარამ ევროპის ტოპ 5 ლიგებში 38-ე და 39-ე გოლები გაიტანა და ქართველ ფეხბურთელებში გიორგი მიქაუტაძეს 5 გოლით უსწრებს.
