გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ პრემიერლიგის 34-ე ტურში დღეს „კრისტალ პალასს“ ეთამაშება (18:00 სთ) და სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში ქართველი მეკარე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.
მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა და ჩვენიანზეც ისაუბრა.
არნე სლოტი:
„მამარდაშვილი ვერ ითამაშებს და მომდევნო კვირებშიც არ იქნება, ალისონი კი დაბრუნებასთან ახლოსაა და ვნახოთ, რა იქნება. გვრჩება ფრედი ვუდმენის ვარიანტი.
მესამე მეკარედ გამოცდილი მეკარე უმიზეზოდ არ აგვიყვანია. ხანდახან ხდება, როცა ერთი მეკარე ტრავმას იღებს, ხოლო მეორე დისკვალიფიკაციას. ასეთი სიტუაციები უფრო ხშირია ხოლმე, ვიდრე ორი მეკარის ტრავმა ერთად”.
„ლივერპული“ მე-5 ადგილზეა და მდევარ „ბრაიტონს“ 5 ქულით უსწრებს. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურთან ახლოსაა, რადგან ინგლისს მომდევნო სეზონში ლიგაზე 5 წარმომადგენელი ეყოლება.
