ორივემ წააგო: გოგამ 13 წუთი ითამაშა, სანდრომ 15 წუთი – სერიაში გადამწყვეტი თამაშები წინაა

NBA-ში პლეი-ოფის მეხუთე მატჩები ჩაატარეს ქართველების გუნდებმა და ორივე დამარცხდა.

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი” “დეტროიტ პისტონსთან” წააგო – 109:116.

ქართველმა ცენტრმა 13 წუთი ითამაშა და მხოლოდ 1 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

სერიაში ანგარიში 3:2-ია „ორლანდოს” სასარგებლოდ. მორიგი შეხვედრა 2 მაისს ორლანდოშია.

სანდრო მამუკელაშვილის “ტორონტო” “კლივლენდ კავალიერსთან” დამარცხდა – 120:125.

ქართველმა კალათბურთელმა 15 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. სანდრომ 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

„ტორონტო“ სერიაში 2:3 მარცხდება და მომდევნო მატჩს 2 მაისს გამართავს.

მსგავსი ამბები