ლუკა ლოჩოშვილმა, შესაძლოა, ზაფხულში გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარი “ნიურნბერგი” დატოვოს. ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდის” მიერ გავრცელებული ცნობა, თითქოსდა, “ნიურნბერგი” აქტიურადაა დაინტერესებული გერმანიის ლიგა 3-ის ბინადარ “ფერლის” ცენტრალურტი მცველის, ფინ ოტოს გადაბირებით.
ამ ინფორმაციას სპეციალური წერილი მიუძღვნა “ნიურნბერგის” გულშემატკივრების გვერდმა (“კლუბ ფოკუსი”), რომელიც გუნდიან საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველის შესაძლო წასვლაზე მიგვანიშნებს.
“ამ სეზონში ცენტრალური მცველის პოზიცია “ნიურნბერგისთვის” ნამდვილად არ იყო პრობლემატური. დამაჯერებლად მოქმედებდნენ ლუკა ლოჩოშვილი და ფაბიო გრუბერი. არის კიდევ ორი ვარიანტი – ტარიკ ბუხმანი და სტიოპა მკრტიჩიანი.
…და მაინც, “ნიურნბერგი” აქტიურად ცდილობს ცენტრალური დაცვის ზონის გაძლიერებას. საუბარია მესამელიგელი “ფერლის” მცველ ფინ ოტოზე, ვისაც ზაფხულში უსრულდება კლუბთან კონტრაქტი.
ეს უნდა მიანიშნებდეს ლოჩოშვილის მოსალოდნელ წასვლას? ეს აშკარად მიანიშნებს ამის ალბათობაზე. მით უმეტეს, “ნიურნბერგს” შეუძლია 21-წლამდელთა გუნდიდან კრისტიან მანდიჩისა და ჰალიდ აბუ ელ ჰაიჯას დამატება.
ქართველმა ფეხბურთელმა ამასწინანდელ ინტერვიუში ღიად დატოვა თავისი მომავლის საკითხი. ის, შეიძლება, სარფიანი ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყოს”, – წერს გერმანული მედიასაშუალება.
lelo.ge
