გურამ კაშიამ ბოლო შეხვედრა ჩაატარა ბრატისლავის „სლოვანში“, რომელიც შინ თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცესთან“ დამარცხდა – 0:2. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ძოწენიძე დაასახელეს (შეფასება 8.0).
„სლოვანის“ ქართველი მცველი თამაშის შემდეგ გულშემატკივრებს დაემშვიდობა, ისევე როგორც მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, რომელიც სლოვაკეთის ნაკრებში ბრუნდება.
ქართველმა მცველმა ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც 73-ე წუთზე შეცვალეს: გულშემატკივრები მის სახელ სკანდირებდნენ.
გურამ კაშია სლოვანში 2021 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირზე 192 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. ის 5-ჯერ გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი. ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ევროპალიგასა და კონფერენსლიგაზე.



იმავე სლოვაკეთში წარმატებული მატჩი ჰქონდათ გიორგი გაგუას და ცოტნე კაპანაძეს: ქართველების „დუნაისკა სტრედამ“ ტრნავას „სპარტაკი“ 3:0 დაამარცხა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველი გოლი მე-16 წუთზე კაპანაძის პასის შემდეგ გავიდა (მე-4 ასისტი), ხოლო შვიდ წუთში გაგუამ ანგარიში ორამდე გაზარდა (2 გოლი, 3 ასისტი). სტუმართა რიგებში ლუკა ხორხელსა და გიორგი მოისწრაფიშვილს არ უთამაშიათ.
გაგუა 88-ე წუთზე შეცვალეს (შეფასება 7.2), ხოლო კაპანაძე 83-ზე (შეფასება7.8).
„სპარტაკი“ მესამე ადგილზე გავიდა და ისიც და „დუნაისკა სტრედაც“ კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.
ბულგარეთში, ლაშა დვალის ცსკა-მ 1:0 დააამარცხა კონკურენტი „ლუდოგორეცი“. ეს ერთადერთი გოლი კი უკვე მე-6 წუთზე ქართველმა მცველმა გაიტანა. დვალს სეზონში 2 გოლი და პლუს 4 ასისტი აქვს. სრულად ითამაშა.
სამაგიეროდ არ უთამაშიათ და თადარიგში დარჩნენ გიორგი ქოჩოარშვილი („სპორტინგმა“ ჩემპიონატის ბოლო ტურში „სპორტინგმა“ შინ „ჟილ ვისენტეს“ 3:0 დაამარცხა) და გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგმა“ ბუნდესლიგის ბოლო ტურში სტუმრად „ბაიერთან“ ქულა აიღო 1:1).
პორტუგალიის ჩემპიონატში ნოდარ ლომინაძე „ეშტორილი“ შინ „ბენფიკასთან“ დამარცხდა – 1:3.
ქართველი ფეხბურთელი 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
ლომინაძემ ჩემპიონატზე 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა, „ეშტორილმა“ კი ჩემპიონატი 39 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა.
ჩინეთში, ვაკო ყაზაიშვილის „შანდუნმა“ 3:1 მოუგო „ჩონგქინგს“. ჩვენიანმა მესამე გოლისას საგოლე პასი მიითვალა. ეს მისი მე-5 შედეგიანი გადაცემაა (პლუს 2 გოლი). ითამაშა შეუცვლელად. შეფასება – 8.3.
