„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა გავიმ „მუნდო დეპორტივოს“ ბლიც ინტერვიუ მისცა, სადაც ფეხბურთელს ფლანგის ფეხბურთელები ჩამოუთვალეს და გავიც უკეთესს ირჩევდა.
ესპანელმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და ბლომად წინ წასწია, თუმცა ფინალში დემბელე გაიყვანა და იქ თანაგუნდელ იამალს შეახვედრა. ქართველი კი ისეთ ვარსკვლავებს ამჯობინა, როგორებიც არიან ოლისე, ლუკმენი, გარნაჩო, ლუის დიასი, მუსიალა, გორდონი, ნიკო უილიამსი, ვინისიუსი, საკა, დუე, ჟოაო პედრო.
პაბლო გავის არჩევან-ინტერვიუ:
ოლისე თუ კვარაცხელია?
კვარაცხელია.
ხვიჩა კვარაცხელია თუ ადემოლა ლუკმენი?
კვარაცხელია.
კვარაცხელია თუ ალეხანდრო გარნაჩო?
კვარაცხელია.
კვარაცხელია თუ ლუის დიასი?
კვარაცხელია.
კვარაცხელია თუ ჯამალ მუსიალა?
კვარაცხელია.
კვარაცხელია თუ ენტონი გორდონი?
კვარაცხელია.
კვარაცხელია თუ ნიკო უილიამსი?
ნიკო ჩემი ახლო მეგობარია, მაგრამ კვარაცხელია ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. ასე რომ, კვარაცხელია.
კვარაცხელია თუ ვინისიუსი?
ჰმ… კვარაცხელია. ვინისიუსი საოცარია, მაგრამ კვარაცხელიას ვირჩევ, რადგან ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა.
კვარაცხელია თუ ბუკაიო საკა?
კვარაცხელია.
კვარაცხელია თუ დეზირე დუე?
კვარაცხელია.
კვარაცხელია თუ ჟოაო პედრო?
კვარაცხელია.
კვარაცხელია თუ უსმან დემბელე?
დემბელე.
დემბელე თუ ლამინ იამალი?
ვერ ვარჩევ, ორივე.
