ბრიტანულმა ონლაინ გამოცემა The Independent-მა შეადგინა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში უდიდესი მოთამაშეების რეიტინგი.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო თოთხმეტმა ჟურნალისტმა. თითოეულმა მათგანმა შეადგინა ტურნირის ისტორიაში 30 საუკეთესო ფეხბურთელი: პირველ ადგილზე გასულმა მიიღო 50 ქულა, მეორე ადგილზე გასულმა – 45, მესამე ადგილზე გასულმა – 40 და ა.შ.
30-ე ადგილზე გასულმა მოთამაშემ 1 ქულა მიიღო.
გამოკითხვის მთავარი მოთხოვნის თანახმად, რესპონდენტებს სთხოვეს დაესახელებინათ „მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში უდიდესი მოთამაშეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ტურნირში და ითამაშეს გადამწყვეტი და, შესაძლოა, ისტორიული როლი “.
ტოპ 20 ასე გამოიყურება:
- პელე (ბრაზილია) – 690 ქულა;
- დიეგო მარადონა (არგენტინა) – 593 ქულა
- ლიონელ მესი (არგენტინა) – 543 ქულა
- ფრანც ბეკენბაუერი (დასავლეთ გერმანია) – 457 ქულა
- რონალდო (ბრაზილია) – 440 ქულა
- ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი) – 375 ქულა
- გარინჩა (ბრაზილია) – 368 ქულა
- კილიან მბაპე (საფრანგეთი) – 331 ქულა
- გერდ მიულერი (დასავლეთ გერმანია) – 256 ქულა
- მიროსლავ კლოზე (გერმანია) – 226 ქულა
- იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები) – 220 ქულა
- ლოთარ მატეუსი (დასავლეთ გერმანია) – 201 ქულა
- ბობი მური (ინგლისი) – 195 ქულა
- პაოლო როსი (იტალია) – 185 ქულა
- კაფუ (ბრაზილია) – 182 ქულა
- ჟაირზინიო (ბრაზილია) – 181 ქულა
- ფაბიო კანავარო (იტალია) – 151 ქულა
- ეუსებიო (პორტუგალია) – 122 ქულა
- ანდრეს ინიესტა (ესპანეთი) – 115 ქულა
- კარლოს ალბერტო ტორესი (ბრაზილია) – 114 ქულა
ბობი ჩარლტონმა (ინგლისი) 22-ე ადგილი დაიკავა, რობერტო ბაჯომ (იტალია) – 24-ე, ხავიმ (ესპანეთი) – 26-ე, მიშელ პლატინიმ (საფრანგეთი) – 28-ე, ლუკა მოდრიჩმა (ხორვატია) – 30-ე, ლევ იაშინმა (სსრკ) – 32-ე, რონალდინიომ (ბრაზილია) – 42-ე, ანტუან გრიზმანმა (საფრანგეთი) – 44-ე, დიდიე დეშამმა – 47-ე.
პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო სიაში არ არის.
