საქართველოს ნაკრები ხვალ ამხანაგურ მატჩს ითამაშებს შედარებით უცნობ მეტოქესთან, ბაჰრეინთან (20:00 სთ). დღეს კი მატჩის წინა ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ერთად ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი მივიდა.
„ერთა ლიგის დაწყებამდე მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვაქვს და ამიტომ ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ბაჰრეინთან მოგება გვჭირდება. შედეგთან ერთად კარგი თამაშიც უნდა ვაჩვენოთ.
სექტემბერში მარტივი თამაშები არ გვექნება და ამ გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ. სანაკრებო დონეზე შედეგის მიღწევა რთულია. ოთხი ტურის შემდეგ გვეცოდინება, რეალურად რის მიღწევას შევძლებთ.
გიზი მამაგეიშვილი „შტურმს“ კარგად შეეწყო. ადაპტაციის პერიოდი გაიარა და დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონს ბევრად უკეთ ჩაატარებს“.
