იმედია შეკრებას მოგებით დავასრულებთ: ხვიჩა ძირითადში იქნება, მამარდა არა

საქართველოს ნაკრები ხვალ, 20:00 საათზე, ზედიზედ მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს. ამჯერად მეტოქე შედარებით უცნობი გუნდია, ბაჰრეინი და ეს იქნება ბოლო სპარინგი სექტემბრის ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის. სავარაუდოდ ხვალ მორიგ ექსპერიმენტებს ვიხილავთ და ისეთი ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაკლები დრო ეძლევათ.

დღეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.

ვილი სანიოლი:

„შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება. ბაჰრეინს აზიის ტურნირებში კარგი შედეგები აქვს. ზოგადად ახალ გუნდებთან თამაში ნაკრების განვითარებისთვის კარგია. ამ მატჩს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები იგივე პროფესიონალიზმით მოემზადებიან, როგორც რუმინეთთან.

ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ფეხი დასიებული აქვს და ვერ ითამაშებს. რაც შეეხება კვარაცხელიას, მას თავიდანვე სურდა გუნდთან ერთად ყოფნა და ხვალ ძირითადში იქნება.

გიორგი მამარდაშვილს რთული სეზონი ჰქონდა. ძნელია ურჩიო „ლივერპულიდან“ წასვლა, მაგრამ მაგრამ მის ასაკში, ჩემი აზრით, აჯობებს სხვა გუნდში გადავიდეს.
სასურველია, რომ ყველა პოზიციაზე იყოს კონკურენცია, ამიტომ ხვალ შანსი ლუკა გუგეშაშვილს მიეცემა.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვიცოდით, რომ რამდენიმე მცველი კარიერას ასრულებდა. რამდენიმე ფეხბურთელს უკვე მივეცით შანსი. ყოველთვის მნიშვნელოვანია, როგორ მოქმედებს მთლიანად გუნდი დაცვაში.

რუმინეთთან საკმაო მომენტები შევქმენით, მაგრამ დაგვირგვინება გვიჭირდა. ნაყოფიერი შეკრება გვქონდა, ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ. ამის შედეგი იყო რუმინეთთან თამაში, სადაც უკეთესობა იგრძნობოდა. იმედია, ბაჰრეინთან უკეთესი შედეგი იქნება და შეკრებას მოგებით დავასრულებთ“.

მსგავსი ამბები