პსჟ-ს ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება დაუფასეს და პარიზის ქუჩებს მათი სახელები „დაარქვეს“.
ცხადია ეს ნახევრად ხუმრობით.
მხატვრული კოლექტივის „The True Frame“-ის წევრებმა ქალაქის ქუჩებს ჩამოუარეს და პსჟ-ს ფეხბურთელების პატივსაცემად სახელები „გადაარქვეს“.
ყალბი სტიკერები ღიმილს იწვევს გამვლელებში და ბევრ მხარდამჭერს იზიდავს.
ხვიჩა კვარაცხელიას სახელობის პარიზის ყველაზე ვიწრო ქუჩა გახდა – Rue du Chat-qui-Pêche (მეთევზე კატის ქუჩა). აბრას აწერია: Rue du Kvicha-qui-Pêche.
უკავშირდება გამოთქმას “avoir la péche”, რაც ნიშნავს ყოველთვის ფორმაში ყოფნას ფიზიკურად და მენტალურად, რომელიც ყოველთვის ეძებს და პოულობს გამოსავალს თუნდაც წინასწარი გეგმის გარეშე.
აი ვისი სახელობის ქუჩები გამოჩნდა პარიზში:
Pacho Street.
Neves Street.
Vitor Machado Vitinha Avenue.
Doué Street.
Saint Marquinhos Street.
Barcola Street.
Colonel Fabian Square.
Hakimi Bridge.
Matvei Street of the Temple.
Warren Street.
Saint-Luis Bridge.
Khvicha the Fisherman Street.
Nuno Mendes Avenue.
Ousmane Boulevard.
