პსჟ-ს მაისის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა.
Parisfans-მა ტრადიციულად გამოკითხვა ჩაატარა და ხმის მიცემა სთხოვა გულშემატკივრებს.
მაისის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში დიდი უპირატესობით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიმარჯვა – 69%.
გავიხსენოთ მაისის მატჩები:
პსჟ/ლორიენი (2:2), ბაიერნი/პსჟ (1:1), პსჟ/ბრესტი (1:0), ლანსი/პსჟ (0:2), პარიზი/პსჟ (2:1), პსჟ/არსენალი (1:1).
ჩვენიანმა აჯობა უორენ ზაირ-ემერის (12%) და ჟოაო ნევეშს (9%).
ქართველი „განსაკუთრებული“ იყო და რეგულარულად გადამწყვეტ როლს თამაშობდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამათანაბრებელი გოლის პენალტი მოიპოვა, ის მოთამაშეა, რომლის გამო გვიყვარს ფეხბურთი, უწერია გამოცემას.

