ნეტა ვინ იგულისხმა: ვითომ ხვიჩა? რეალის პრეზიდენტი აპირებს 150 მილიონად დაუჯერებელი ტრანსფერი განახორციელოს – მინიშნებები გაკეთებულია

„რეალის“ პრეზიდენტმა და ამავდროულდ კლუბბის ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენყტონბის კანდიდატმა ფლორენტინო პერესმა პირობა დადო, რომ „რეალის“ ისტორიაში ყველაზე დიდი გარიგების განხორციელებას შეეცდება.

„შემიძლია სამი ტრანსფერის შესახებ მოგიყვეთ: მოურინიო, კონატე და დუმფრისი. თუმცა, სხვაც იქნება. სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ტოპ კლუბის შესანიშნავი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვან შეთავაზებას გავაკეთებ. ეს იქნება ყველაზე დიდი თანხა, რაც კი „რეალს“ ოდესმე გადაუხდია. სულ მცირე, 150 მილიონი ევრო. რონალდოს და კაკას ტიპის სუპერვარსკვლავია, ნამდვილი გალაქტიკოა. ხალხი ვერ დაიჯერებს.
ვერასდროს გამოიცნობთ, ვისზე ვაპირებ ნადირობას.

ოლისე შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ის არ არის, ვისზეც ვფიქრობ. არც კეინზე. არც დოკუზე და არც ჰოლანდზე. არ თამაშობს პრემიერლიგის გუნდში. ის ნახევარდაცვასა და შეტევაში თამაშობს. ჩემპიონთა ლიგის ტოპ მოთამაშეა. ახალგაზრდაა.“, – განაცხადა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა Horizonte-ს ლაივში ინტერვიუს დროს.

პერესმა ოლისე კი გამორიცხა, მაგრამ ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, ჩაფიქრებული ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ვიტინია, ნევეში ან ოლისეა.

ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი პსჟ-ს ერთ-ერთ ფეხბურთელზე საუბრობდა. მისივე ცნობით, „რეალი” ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას, ჟოაო ნევეშისა და ვიტინიას შეძენით ინტერესდებოდა.

მსგავსი ამბები