საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა. ჩვენმა გუნდმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა და უკეთაც სწორედ მეორე 45 წუთში ითამაშა.
თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
2:0 – საქართველომ ბაჰრეინი მეორე ტაიმში დაამარცხა: გაიგო სანიოლმა რაც უნდოდა?
ვილი სანიოლი:
„თამაში სამი ცენტრალური მცველით დავიწყეთ, რადგან ჩვენი მიზანი ბაჰრეინთან მოგება კი არა, ის გამოწვევა იყო, რომელიც სექტემბერშინ გველოდება.
დღეს ფავორიტები ვიყავით. ახალგაზრდა მცველებს, გოგლიჩიძესა და ბერიაშვილს ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ და მათ მეტი სათამაშო დრო მივეცით. მეორე ტაიმში კარგად შევიდა აზაროვიც.
ეგოიანი რუმინეთთანაც კარგად ითამაშა და დღესაც და სექტემბრის მატჩებში გამოვიძახებთ. იმედია, ზაფხულში კარგად მოემზადება და სექტემბრისთვის კარგ ფორმაში იქნება.
ყველაფერი იდეალურად არ ყოფილა, მაგრამ მთლიანობაში ამ ორი შეხვედრით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, მეტი გოლის გატანის სურვილი მქონდა, ბოლო ფაზაში უფრო ზუსტად უნდა ვითამაშოთ“.
