საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენცია ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც გამართა, რომელმაც ტრადიციულად ერთი ფეხბურთელი იახლა.
რან ბენ შიმონი:
„საქართველოს ნაკრებს ვიცნობთ და ვიცით, როგორი ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ვიცით კვარაცხელიას და მიქაუტაძის მაღალი კლასის შესახებ. თუმცა საქართველოს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და მხოლოდ კვარაცხელიათი არ უნდა შეფასდეს, აქ ერთი ფეხბურთელის წინააღმდეგ სათამაშოდ არ ჩამოვსულვართ.
ხვალინდელ შეხვედრას როგორც ამხანაგურს ისე არ ვუყურებთ.
ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის, ახალი მოთამაშეებითა და ახალი ტაქტიკით. კარგი შედეგი გვინდა“.
როი რევივო:
„რთულია ასეთ სიტუაციაში თამაში, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. ოჯახებზე ვნერვიულობთ. იმედია მატჩის მიმდინარეობისას სირენა არ ჩაირთვება და ფეხბურთით ცოტას მაინც გახალისდებიან.
აქ თავს კარგად ვგრნობთ, მეგობრული გარემოა, კარგად გვიმასპინძლეს.
გვსურს სექტემბერში წარმატებას მივაღწიოთ და ამისთვის მზადება ახლავე უნდა დავიწყოთ“.

