არის პირველი ოქრო: ლუკა მაისურაძე თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია – ფოტო

ძიუდოს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს აქვს: ლუკა მაისურაძემ (90 კგ) დამატებულ დროში იუკოთი სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

მანამდე, ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 20 წლის ლუკა ჯავახიშვილმა, რომელმაც ქართულ ორთაბრძოლაში აკაკი ჯაფარიძეს მოუგო.

ნიკა ხარაზიშვილმა (100 კგ) თბილისის გრან სლემი მე-5 ადგილით დაასრულა!

მსგავსი ამბები