ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონატის 25-ე ტურში „მონაკოს“ უმასპინძლა და წააგო – 1:3.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.
ხვიჩას ვერ ჰქონდა ისეთი თამაში, როგორსაც მიჩვულები ვართ.
თუმცა იყო მომენტები, როცა კვარას პასით შეიძლებოდა გატანა და თავადაც ჰქონდა შანსები (24-ე წუთზე მისი დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა).
თავიდან მარცხნივ იყო, მაგრამ მერე მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანეს, რაც მისთვის დიდად მოსახერხებელი არ არის.
შეფასებები: Flashscore – 7.1; Sofascore – 7.0; Whoscored – 6.2.

პსჟ – მონაკო 1:3
გოლები: 0:1 აკლიუში (27), 0:2 გოლოვინი (55), 1:2 ბარკოლა (71), 1:3 ბალოგუნი (73)
პსჟ 57 ქულით ლიდერია და მომდევნო ორი მატჩი უკვე ჩემპიონთა ლიგაზე აქვს „ჩელსისთან“: 11 მარტს შინ და 17 მარტს ლონდონში. თუმცა ასეთი უნიათო თამაშით ძალიან გაუჭირდება.
