გიორგი გულიაშვილმა დიდებული მატჩი ჩაატარა “კასტელიონთან”. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და სანტანდერის “რასინგის” ფორვარდმა დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. თან ეს ყველაფერი პირველ ტაიმში მოახერხა. გულიაშვილს სტატია მიუძღვნა ესპანურმა AS-მა:
“რასინგის” სპორტულმა დირექტორმა გარისკა, როცა უცნობი ქართველი თავდამსხმელი მოიყვანა. ის აქამდე ბიოსნიაში თამაშობდა. “კასტელიონთან” შეხვედრაში გულიაშვილმამ ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა.
რატომ იფორმებს “რასინგი” უცნობ ქართველ თავდამსხმელს? ეს კითხვა ხშირად დაისმებოდა სანტანდერელი გულშემატკივრის მიერ მას შემდეგ, რაც ჯერემი არევალო “შტუტგარტში” გადავიდა, ასიერ ვილიალიბრე დაშავდა, ხონ კარიკაბურუს უამრავი შეთავაზება ჰქონდა… და ამ ფონზე ჩემა არაგონმა კონტრაქტი გაუფორმა გულიაშვილს ბოსნიური “სარაევოდან”. დრომ აჩვენა, რომ არჩევანმა გაამართლა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ “კასტელიონთან” შესრულებული დუბლით გულიაშვილი ახალ დონეზე ავიდა. მან საბოლოოდ მოირგო “ცხრიანის” როლი. გულიაშვილს 4 გოლის გატანა შეეძლო – ერთ მომენტში მას უფრო ძლიერად უნდა დაერტყა, მეორე შემთხვევაში კი მეტოქე ჟერემი მელომ იხსნა. ასეთ შემთხვევაში გულიაშვილი “პოკერის” ავტორად მოგვევლინებოდა, თუმცა არც დუბლია ურიგო.
როგორ აღმოჩნდა გულიაშვილი “რასინგში” – ეს კითხვა დღეს აქტუალურია. ყველაფერი კლუბის სპორტული დირექტორის, ჩემა არაგონის დამსახურებაა. 2019 წელს ის მუშაობდა “მირანდესში”. მაშინ მან გუნდში სიმონ გბენონი გადაიყვანა. ტრანსფერი წარუმატებელი გამოდგა და გბენონი თბილისის “დინამოში” წავიდა. ის მაინცდამაინც არ აქცევს ყურადღებას სტატისტიკას. მას სიგიჟემდე უყვარს ფეხბურთი და უამრავ თამაშს უყურებს.
გბენონის წასვლის შემდეგ მან თბილისის “დინამოს” თამაშების ყურება დაიწყო და ნახა “საბურთალოსთან” მატჩი. მაშინ “საბურთალოში” “გული” (გულიაშვილი) და იური ტაბატაძე თამაშობდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ ჩემამ ისევ იპოვა გულიაშვილი, ოღონდ, უკვე “სარაევოში”.
“რასინგმა” ქართველის გაფორმება გასულ ზაფხულში სცადა, მაგრამ უშედეგოდ.ზამთარში კი ტრანსფერი დაიხურა და კანტაბრიელებმა გულიაშვილი 2,5 მილიონ ევროდ იყიდეს”, – წერს ესპანური გამოცემა.
lelo.ge
