ატალანტამ იტალია გადაარჩინა, იუვე ვეღარ გამოძვრა: რეალი და პსჟ წინ მიდიან

ჩემპიონთა ლიგაზე 1/16 ფინალური ეტაპი დასრულდა და ყველა 1/8 ფინალისტი გაირკვა. მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ და მადრიდის „რეალი“, რომელმაც სკანდალურ დაპირისპირებაში „ბენფიკა“ გაიარა. მომდევნო ეტაპზე გავიდა ბერგამოს“ ატალანტა“, რომელსაც რთული ამოცანა ჰქონდა „ბორუსიას“ სახით დასაძლევი, მაგრამ მოახერხა და უსახურ იტალიურ ფეხბურთს ოდნავ მაინც შეუნარჩუნა სახე. იმიჯის გადარჩენასთან ძალიან ახლოს იყო „იუვენტუსი“, რომელაც 3:0 მოუგო „გალათასარაის“ (თან კაცნაკლულმა) და თამაში და დამატებით დროში გადაიყვანა, მაგრამ მერე რატომღაც ორი გოლი გაუშვა და გავარდა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 6 გუნდია ინგლისიდან, 3 ესპანეთიდან, 2 გერმანიიდან და თითო იტალიიდან, საფრანგეთიდან, ნორვეგიიდან, პორტუგალიიდან და თურქეთიდან.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა პარასკევს, 27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

რეალი – ბენფიკა 2:1 (3:1)
გოლები: 0:1 სილვა (14), 1:1 ჩუამენი (16), 2:1 ვინისიუსი (80)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჩუამენი

ჟოზე მოურინიოს 2014 წლიდან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი არ მოუგია და მერვედფინალში 2020 წლიდან არ უთამაშია.

„რეალი“ ზედიზედ 29 სეზონია მინიმუმ მერვედფინალამდე მიდის.

„რეალის“ გულშემატკივრებმა „ბენფიკასთან“ მატჩის წინ ბანერი „არა რასიზმს“ გაშალეს.
თუმცა გულშემატკივრების ნაწილმა ვინისიუსს მატჩის დასაწყისში უსტვინა.

იუვენტუსი – გალათასარაი 3:2 (5:7)
გოლები: 1:0 ლოკატელი (37), 2:0 გატი (70), 3:0 მაკკენი (82) 3:1 ოსიმენი (105+1), 3:2 ილმაზი (118)
გაძევება: კელი (48)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ვიკტორ ოსიმენი

უესტონ მაკკენი გახდა “იუვენტუსის” მესამე ნახევარმცველი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში / თასზე, სულ მცირე, 10 გოლი გაიტანა. მანამდე ეს მხოლოდ მიშელ პლატინიმ (17) და პაველ ნედვედმა (11) შეძლეს.

ლოიდ კელი (“იუვენტუსი”) გახდა მეორე ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში წითელი ბარათი მიიღო არაინგლისური გუნდის შემადგენლობაში. პირველი იყო მეტ დერბიშირი (“ოლიმპიაკოსი”) 2009/10 წლების სეზონში, “ბორდოსთან” მერვედფინალურ მატჩში.

ატალანტა – დორტმუნდი 4:1 (4:3)
გოლები: 1:0 სკამაკა (5), 2:0 ძაპაკოსტა (45), 3:0 პაშალიჩი (57), 3:1 ადეიმი (75), 4:1 სამარჯიჩი (90+8, პენ)
გაძევება: შლოტერბეკი (90+7, დორტმუნდი), ბენსებაინი (90+7, დორტმუნდი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დავიდე ძაპაკოსტა

ბერგამოს “ატალანტა“ არის მხოლოდ მესამე იტალიური გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველი მატჩის 2 (და მეტი) ბურთის სხვაობით წაგების შემდეგ, შემდეგ წრეში გასვლა მოახერხა. მანამდე ეს შეძლეს “იუვენტუსმა” (“ატლეტიკოსთან”, 2018/19) და “რომამ” (“ბარსელონასთან”, 2017/18).

პსჟ – მონაკო 2:2 (5:4)
გოლები: 0:1 აკლიუში (45), 1:1 მარკინიოსი (60), 2:1 კვარაცხელია (66), 2:2 ტეზე (90+1)
გაძევება: კულიბალი (58, მონაკო)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დეზირე დუე

მსგავსი ამბები