ბაიერნი უკვე გავიდა, ატლეტიკომ თავისი რეკორდი დაამყარა: ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალები დაიწყო

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალები დაიწყო.პირველ სათამაშო დღეს 4 მატჩი ჩატარდა და ერთი მეოთხედფინალისტი უკვე გაირკვა: „ბაიერნმა“ სტუმრად 6:1 მოიგო და სამყაროს დასასრული უნდა დადგეს, რომ ვერ გავიდეს.

დიდი ნაბიჯი გადადგა „ატლეტიკომაც“, რომელმაც 5 გოლი გაიუტანა „ტოტენჰემს“, მაგრამ რადგან 3 გაუშვა კიდეც, მაინც დაველოდოთ ლონდონურ შეხვდერას, ფეხბურთში ასეთები კი არა, უარესები ამოუქაჩიათ. აღსანიშნავია, რომ “ტოტენჰემმა” მეკარე უკვე მე-17 წუთზე შეცვალა, როდესაც სამი გოლი ჰქონდა გაშვებული.

„ბარსა“ კი წაგებას წამატებულ დროშ გადაურჩა და „კამპ ნოუზე“ შეეცდება „ნიუკასლის“ წაქცევას.

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ ამბავი კი ვიცით: სტამბოლის 0:1 აქვს მოსატრიალებელი „ენფილდზე“.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. პირველი მატჩები

გალათასარაი – ლივერპული 1:0
გოლი: 1:0 ლემინა (7. ოსიმენის პასით)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარიო ლემინა

„ლივერპულმა” ყველა ტურნირზე წააგო 12 ისეთი თამაში, რომლებშიც პირველი გოლი გაუშვა. ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2015/16 წლების სეზონის შემდეგ (მაშინაც 12 წაგება).

ვიქტორ ოსიმენმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (7 გოლი, 1 საგოლე გადაცემა). ეს ნიგერიელისთვის საუკეთესო შედეგია.

არნე სლოტი: „ესუსიამოვნო დეჟავიუა, მაგრამ „ლივერპული“ პირველი 15 წუთის განმავლობაში კარგად თამაშობდა. ეს სტადიონი რთულია როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის, ძნელია კონცენტრირება“.

ატალანტა – ბაიერნი 1:6
გოლები: 0:1 სტანიშიჩი (12. გნაბრის პასით), 0:2 ოლისე (22. უპამეკანოს პასით), 0:3 გნაბრი (25. ოლისეს პასით), 0:4 ჯექსონი (52. ლუის დიასის პასით), 0:5 ოლისე (64. დევისის პასით), 0:6 მუსიალა (67. ჯექსონის პასით), 1:6 პაშალიჩი (90+3)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მაიკლ ოლისე

„ბაიერნმა“ ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგო, საერთო ანგარიშით 26:7.

ატლეტიკო – ტოტენჰემი 5:2
გოლები: 1:0 ლიორენტე (6. ალვარესის პასით), 2:0 გრიზმანი (14), 3:0 ალვარესი (15), 4:0 ლე ნორმანი (22), 4:1 პორო (26. რიჩარლისონის პასით), 5:1 ალვარესი (55. გრიზმანის პასით), 5:2 სოლანკე (76. პოროს პასით)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხულიან ალვარესი

„ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგის მატჩის პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა, რაც მის ისტორიაში პირველი შემთხვევაა და გახდა მხოლოდ მეორე ესპანური გუნდი, რომელმაც ეს პლეი-ოფის მატჩში შეძლო. 2009 წელს მსგავსი მიღწევა ორჯერ ქონდა “ბარსელონას”.

„ატლეტიკოს” მიერ “ტოტენჰემისთვის” მე-15 წუთისთვის გატანილი 3 გოლი ყველაზე ადრეული შემთხვევაა, როცა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე 3-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

5:2 – „ატლეტიკოს“ ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. სიმეონეს ხელმძღვანელობით, მადრიდელებს 20 საშინაო პლეი-ოფის მატჩიდან არც ერთი არ წაუგიათ.

სიმეონე: „ატლეტიკომ სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენა, შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც“.

„ტოტენჰემმა” ზედიზედ 6 მატჩი წააგო ყველა ტურნირზე, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა.

„ტოტენჰემმა“ ტუდორის ხელმძღვანელობით ოთხივე მატჩი წააგო, საერთო ანგარიშით 5:14. გუნდს იანვრის შემდეგ არ მოუგია.

ნიუკასლი – ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 ბარნსი (86. მერფის პასით), 1:1 იამალი (90+6-პენ)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჰარვი ბარნსი

„ბარსელონა“ ხუთი მატჩია დაუმარცხებელია: ზედიზედ ოთხი მოგება და ერთი ფრე.

იამალის გოლი 95:50 წუთზე „ბარსას“ ყველაზე გვიანი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც პენალტიდან გაიტანა.

იამალს ამ სეზონში „ბარსას“ რიგებში 37 მატჩში 34 ქულა (20 გოლი, 14 საგოლე გადაცემა) აქვს.

„ნიუკასლის“ მწვრთნელი ჰაუ: „ნიუკასლის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო. არ მინდა, რომ ბოლოს გაშებულმა პენალტმა მთელ თამაშს ხაზი გადაუსვას. გოლის გატანამდეც ბევრი შანსი გვქონდა“.

ჰანსი ფლიკი: „ბარსელონაკამპ ნოუზე განსხვავებულად ითამაშებს. ამ ფრის გამოძრობა ფანტასტიკურია“.

მსგავსი ამბები