ესპანეთის ჩემპიონი „ბარსელონა“ გახდა, ზედიზედ მეორედ.
კატალონიურმა კლუბმა ჩემპიონატის 35-ე ტურში შინ ელ კლასიკოში მადრიდის „რეალი“ 2:0 დაამარცხა და ტიტული ოფიციალურად ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაიფორმა.
ბარსელონა – რეალი 2:0
გოლები: 1:0 რაშფორდი (9), 2:0 ფერან ტორესი (18)





„ბარსელონა” ლა ლიგის გამარჯვებული ისტორიაში 29-ედ გახდა. „რეალს“ 36 ტიტული აქვს.
21-ე საუკუნეში „ბარსელონამ“ ლიგა 13-ჯერ მოიგო. ტოპ ლიგებში მხოლოდ „ბაიერნს“ აქვს მეტი გამარჯვება – 19.
კანსელო ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ხუთი ტოპ ლიგიდან ოთხი მოიგო – ესპანეთი, ინგლისი, გერმანია და იტალია.
„ბარსელონამ“ პირველად მოიპოვა ჩემპიონობა კლასიკოში. მანამდე ტიტული მხოლოდ „ატლეტიკოს“ ჰქონდა მოგებული „რეალის“ წინააღმდეგ თამაშის შემდეგ – 1976/77 წლების სეზონში.
იამალმა რონალდოს გაუსწრო ლა ლიგაში გამარჯვებების რაოდენობით – სამი ორზე. ლამინი 18 წლისაა.
„ბარსელონა“ „რეალს“ კლასიკოში გამარჯვებების რაოდენობით დაეწია – 106.
„ბარსელონამ“ „რეალს“ ბოლო 7 მატჩიდან 6 მოუგო.
ფლიკმა „ბარსელონაში“ ორ სეზონში 5 ტიტული მოიგო.
ფლიკი ლა ლიგაში გამარჯვებაზე: „ამ მომენტს არასდროს დავივიწყებ, ჩემი გუნდი ბრწყინვალეა. წარმოუდგენელი გრძნობაა „რეალის“ დამარცხება კლასიკოში გულშემატკივრებთან ერთად.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა სანჩესმა „ბარსელონას“ ტიტული მიულოცა: „მთელი გუნდის მიერ ამ სეზონში გაწეული წარმოუდგენელი შრომის აღიარება“.
მესიმ „ბარსელონას“ მიულოცა: „გაუმარჯოს ბარსას!“

