ჩემპიონშიფის 34-ე ტურში „უოტფორდი“ შინ „იფსვიჩს“ შეხვდა და დამარცხდა – 0:2.
ჩვენებს დიდად თავი არ გამოუჩენიათ, ან როგორ გამოიჩენდნენ, როცა საბა გოგლიჩიძე განაცხადში არ ყოფილა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა, შესვენებაზე შეცვალეს.
შეფასებები: sofascore – 6.5, flashscore – 6.1, whoscored – 5.9.
უოტფორდი – იფსვიჩი 0:2
გოლები: 0:1 ეგელი (37), 0:2 ჰერსტი (77)
გამოუყენებელი პენალტი: ინსი (84, უოტფორდი)
„უოტფორდი“ 48 ქულით მე-12 ადგილზეა და 28 თებერვალს სტუმრად „ბრისტოლს“ შეხვდება.
