დავითაშვილი ყოველთვის სამაგალითოა, გასახდელის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა: მწვრთნელს ზურიკოს მენტალიტეტი მოსწონს

„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპ მონტანიემ ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა და მისი ლიდერული თვისებები გამოარჩია.

„ზურიკო დავითაშვილი? ის ძალიან კარგი თავდამსხმელია, მრავალფეროვანი სათამაშო სტილი აქვს. შეცდომებს უშვებს, მაგრამ უამრავი პლუსი აქვს, მაგალითად, კარგი დარტყმა. რაც მთავარია, მას შესანიშნავი მენტალიტეტი გამოარჩევს. მონაწილეობს ყველა შეტევაში და გუნდს დაცვაშიც ეხმარება. ბოლო პერიოდში კი გასახდელის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი მოთამაშეები, მაგრამ, ამავე დროს, ძლიერი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელები. დავითაშვილი ამ კუთხით ყოველთვის სამაგალითოა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ აზროვნებას თანაგუნდელებშიც ნერგავს, რაც, შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ტალანტი“, – განაცხადა „სენტ-ეტიენის“ მწვრთნელმა.

1tv.ge

მსგავსი ამბები