დღეს მამარდა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ კარში ბრუნდება და დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, სტამბოლში „გალათასარაისთან“ ითამაშებს.

ალისონი შემადგენლობაში ტრავმის გამო ვერ მოხვდა.
ბრაზილიელი მეკარე ვარჯიშზე დაშავდა. მან დისკომფორტი იგრძნო, კლუბმა არ გარისკა და განაცხადში არ შეიყვანა.
„ლივერპული“ დეტალებს, მათ შორის ტრავმის შესაძლო ხანგრძლივობას, ჯერ არ აზუსტებს.

შესაბამისად უცნობია რამდენად სერიოზულად დაშავდა ალისონი და შეძლებს თუ არა 15 მარტს “ტოტენჰემთან” პრემიერლიგის მატჩში თამაშს.

მამარდაშვილთან ერთად გუნდშია მესამე მეკარე ფრედი ვუდმენი, მესამე გოლკიპერი კი 18 წლის კორნელ მიშური იქნება აკადემიიდან.

გავიხსენოთ, ალისონმა შემოდგომაზე ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო 9 თამაში გამოტოვა.

მამარდაშვილმა ბოლოს 12 იანვარს „ბარნსლისთან“ ასოციაციის თასზე ითამაშა და მას შემდეგ თორმეტ შეხვედრაში სათადარიგო იყო.

“გალათასარაისა” და “ლივერპულის” დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი ამბები