ლა ლიგა 2-ის მატჩი “უესკასა” და “სარაგოსას” შორის დიდი აყალმაყალითა და ჩხუბითა დასრულდა.
სტუმარი გუნდის მეკარე ესტებან ანდრადამ, რომელიც ერთ-ერთ ეპიზოდს აპროტესტებდა, მასპინძელი გუნდის კაპიტან ხორხე პულიდოს ჯერ ხელი ჰკრა და გაზონზე დააგდო, მერე კი, როცა ამის გამო მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, პულიდოს სახეში მუშტი უთავაზა.
35 წლის არგენტინელ მეკარეს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელოდება…
