გოგამ 4 ქულა, სანდრომ 3 ქულა ჩააგდეს და ორივემ წააგო

NBA-ში ქართველი კალათბურთელების გუნდებმა თავიანთი თამაშები წააგეს და ორივემ დაძაბულ ბრძოლაში.

გოგა ბითაძის „ორლანდო“ „ჰიუსტონს“ ესტუმრა და დამარცხდა – 84:97, ხოლო სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ ასევე სტუმრად წააგო „დალასთან“ – 129:133.

ბითაძემ 12 წუთი ითამაშა და 4 ქულა ჩააგდო, 1 სამიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა, რასაც 2 მოხსნა და 2 დაფარება მიამატა.

მამუკელაშვილმა 10 წუთში 3 ქულა აიღო, ერთი ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო და პლუს 4 მოხსნა და 2 პასი.

„ორლანდო“ მომდევნო მატჩს „ნიუ ორლეანსთან“ გამართავს, ხოლო „სან ანტონიო“ ისევ „დალასს“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები