ვიდეო: გუგეშაშვილი პაოკ-ში წარადგინეს – ქართველი მეკარის კონკურენტი მიდის

საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი მისმა ახალმა კლუბმა პაოკ-მა წარადგინა. სალონიკურ გუნდში 26 წლის ქართველი 88-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გუგეშაშვილის კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა.

გასულ სეზონში პაოკ-ის ძირითადი მეკარე დომინიკ კოტარსკი იყო, რომლის კონტრაქტი 2028 წლამდეა. თურქულ მედიაში დაიწერა, რომ „გალათასარაის“ ფერნანდო მუსლერს შემცვლელად სწორედ კოტარსკი სურს და ფეხბურთელიც თანახმაა.

თუ ეს ტრანსფერი შედგა, გუგეშაშვილი პაოკ-ის პირველი მეკარე იქნება.

მსგავსი ამბები