ვიდეო: თოკომ ბოლოს რთული ბურთი ჩაგდო და ვირტუსი ნახევარფინალში გაიყვანა

ყოჩაღ თორნიკე შენგელია! ქართველმა ბოლო წუთზე ურთულესი ბურთი ჩააგდო, თავისი გუნდი 2 ქულით დააწინაურა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა და „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის 1/2-ფინალში გაიყვანა.

მეოთხედფინალურ სერიაში „ვირტუსი“ „ვენეციას“ შეხვდა, გუნდებმა ოთხ შეხვედრაში უკეთესი ვერ გაარკვიეს – 2:2. გადამწყვეტი მატჩი ბოლონიაში იყო და დაძაბული გამოდგა. 3 წუთით ადრე სტუმრები 5 ქულას იგებდნენ, მაგრამ ძირითადი დროის დასრულებას 47 წამი რომ აკლდა, შენგელიამ მეურვესთან ბრძოლაში, ნახევარბრუნში ზუსტად ისროლა – 86:84.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო თორნიკემ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა, მატჩის ბოლოს. ამ მოკლე დროში მან 7 ქულა და 1 პასი მოაგროვა.

„ვირტუსი“ ნახევარფინალში „მილანს“ შეხვდება.

მსგავსი ამბები